შშმ პირთა და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის უფასო იურიდიული დახმარების პროგრამაში მონაწილეობის მიზნით განაცხადების მიღება დაიწყო

5 ივნისი 2018

ადვოკატთა ასოციაცია, ფონდ - „ღია საზოგადოების” მხარდაჭერით ახორციელებს პროგრამას-პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას.

 

აღნიშნული პროგრამა ასოციაციის წევრ ადვოკატებს შესაძლებლობას აძლევს გამოავლინონ მათი მხარდაჭერა და სოციალური პასუხისმგებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებთან მიმართებით. აღნიშნულის წარმატებით განსახორციელებლად, შერჩეული ადვოკატები გაივლიან სპეციალურ მომზადებას შეზღუდული შესაძლებლოებების, ფსიქიკური ჯანმრთელობის, პალიატიური მზრუნველობის,  პაციენტის უფლებებისა და სამედიცინო სამართლის საკითხებზე. ამასთან, პროექტში მონაწილე ადვოკატები ერთი წლით გათავისუფლდებიან სავალდებულო განგრძობადი იურიდიული განათლების ტრენინგებიდან (10 კრედიტი, ეთიკის კურსის გარდა) და მათ მიმართ ასოციაციის მხრიდან გამოყენებული იქნება წახალისების სხვა სახის  მექანიზმები.

 

პროგრამის ფარგლებში ადვოკატის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის აღწერა:

 

  • შშმ პირებისთვის და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
  • სასამართლო დავებზე შშმ პირების და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტების ინტერესების დაცვა;
  • სხვა იურიდიული ხასიათის მოქმედებები შშმ პირების და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტების უფლებების დასაცავად.

 

პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • ადვოკატად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • შშმ პირების და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტების პრობლემების მიმართ მაღალი მგრძნობელობა;
  • შშმ პირებთან ან/და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფ პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითველბა უპირატესობად;
  • ადვოკატის ხელმისაწვდომობა (მათ შორის 2018 წლის 25-28 ივნისს, გასვლით ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად);
  • მაღალი მოტივაცია და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა.
  •  

დაინტერესებულმა ადვოკატებმა უნდა გამოაგზავნონ CV სიითი ნომრის მითითებით და სამოტივაციო წერილი შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე არაუგვიანეს 2018 წლის 15 ივნისის 18:00 საათისა: probono@gba.ge  

 

საკონკურსო კომისია დაუკავშირდება მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.

 

უფასო იურიდიული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ხარჯებს სრულიად ფარავს პროექტი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი